ვირუსი ჩინეთის ტერიტორიის გარდა სწრაფად ვრცელდება სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში. სამხრეთ კორეაში ბოლო 48 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი 602-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაიცვალა 5.
იტალიაში კი 132 ადამიანს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ორი კი ვირუსისგან გარდაიცვალა.
პანიკაა შექმნილი ირანშიც, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაიკეტა სკოლები და კულტურული დაწესებულებები. 43 ადამიანი დაინფიცირებულია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ ირანში ფიქსირდება, სადაც 8 ადამიანი ახალი ვირუსით გარდაიცვალა. ამის გამო ირანის მიმართულებით ერაყმა, ქუვეითმა და საუდის არაბეთმა ფრენების უმეტესობა შეეაჩერა. ირანში მოსახლეობის ნაწილი მთავრობას უნდობლობას უცხადებს, მას შემდეგ რაც უკრაინული კომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი დამალა, და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას უმალავს და ქვეყანაში ინფიცირებულთა ზუსტ რიცხვს არ ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დროის გასვლასთან ერთად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო და უფრო რთულდება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 80 ათასი ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 2465-მდე გაიზარდა. ვირუსის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორის ამერიკაში, რუსეთში, ინგლისში, ავსტრალიასა და სხვა.