რუსთავში ქალის თეთრეულს ცეცხლი წაეკიდა [video]

2020-02-25 00:50:39

რუსთავში, XVI მიკრორაიონში სარეცხს ცეცხლი წაეკიდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით ზედა სართულის ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს, რომელიც სარეცხს დაეცა.

ბინის მესაკუთრის თქმით მისი მეზობელი რემონტს აკეთებს და სიგარეტი სავარაუდოდ მუშებმა გადმოაგდეს. ცეცხლი თოკზე დაკიდულ თეთრეულს მალევე წაეკიდა და სარეცხი მთლიანად დაეწვა.

ადგილზე სახანძრო სამაშველოს 3 და საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.