კომპანია "რუსთავის წყალმა" კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. [ვიდეო/video]
სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზირებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა. კომპანიის ინფორმაციით, ჩატარდა ქსელის ტესტირება, გადაერთებითი სამუშაოები და წყალსადენის ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვა.
"კომპანია რუსთავის წყალმა დაასრულა კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულად განვაახლეთ წყალმომარაგების სისტემა, შევცვალეთ 600 გრძივი მეტრი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევცვალეთ და განვაახლეთ ევროპული სტანდარტის 15 მარეგულირებელი ჩამკეტი, რაც წყალმომარაგების ეფექტურად მართვას შეუწყობს ხელს"-განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.
კომპანია "რუსთავის წყალმა" აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის 25 ნოემბერს დაიწყო და პროექტში 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.