გემზე ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

2020-02-20 11:27:27

იაპონიის პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე The Diamond Princess-ზე კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

3 თებერვლიდან გემზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის გამო კარანტინი იყო გამოცხადებული. 3000-ზე მეტი ადამიანი ამ ხნის განმავლობაში საკრუიზო გემზე იყო გამოკეტილი და მათ გარეთ გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. გუშინ კარანტინი დასრულდა და გემიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს. გათავისუფლებულ მგზავრებს შორის 600 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. გემზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ახალი ვირუსით მსოფლიოს გარშემო 2126 ადამიანი გარდაიცვალა და 76 ათასამდე დაინფიცირებულია. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში ფიქსირდება. კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის გარდა 30-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება.

2 თვიანი ვირუსის გავრცელების ფონზე გასული ღამე ყველაზე მშვიდი იყო, რადგან ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 394-ით გაიზარდა, როცა სხვა დღეებში რამდენიმე ათასი ადამიანის დაინფიცირება დასტურდებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები