იტალიაში ქართველი დააკავეს

2020-02-19 12:09:04

45 წლის ქართველი მამაკაცი იტალიაში ქურდობისთვის დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მამაკაცმა ქუჩაში ქალს ჩანთიდან საფულე ამოაცალა. მისი ეს ქმედება ქუჩაში მიმავალმა კაცმა შეამჩნია და ქართველს აედევნა, დაიჭირა და იქამდე ჰყავდა გაკავებული სანამ პოლიცია მოვიდოდა.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები