დასუფთავების სამუშაოები რუსთავში

2020-02-13 15:11:12

"რუსთავსერვის ცენტრი"-ის დასუფთავების მობილური ჯგუფი ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს ასუფთავებს.

სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოების ფარგლებში, უკვე დასუფთავდა ე.წ ჩიკაგოს, ასლანიკაშვილის და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერები, რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციითვე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავსერვის ცენტრი" მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.