აფეთქება რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე [video]

2020-02-12 14:43:50

ხანძარი გაჩნდა რუსათავი-ლილოს მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

ცეცხლი გაზის მილს გაუჩნდა.

დაზიანებული მილი ერთ-ერთ კერძო გაზგასამართ სადგურს ეკუთვნის.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.

ადგილზე სახანძრო სამაშველო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.