კორონავირუსის გავრცელების პარალელურად ჩინეთის მთავრობა მასთან საბრძოლველად ახალ გზებს ცდის. ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში მფრინავი თერმული ხედვის ტექნოლოგიის მქონე დრონები გამოჩნდა, რომელებსაც ქუჩაში მიმავალი ადამიანისთვის სხეულის ტემპერატურის გაზომვა შეუძლია. ტემპერატურის გაზომვის გარდა, დრონზე დამაგრებული ხმოვანი მოწყობილობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პირბადეების გაკეთება არ დაავიწყდეთ. ბოლო პერიოდში დრონებს ჩინეთში მედიკამენტების გადასტანადაც იყენებენ, რათა კონტაქტი ადამიანებს შორის შემცირდეს.
შეგახსენებთ,ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსს 724 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 35 ათასამდე კი დაინფიცირებულია. ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.
ვირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 27 ქვეყანაშია გავრცელებული. ამერიკამ კი ჩინეთში პირველი ამერიკის მოქალაქის სიკვდილი დაადასტურა.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ უხანის ბაზრობას ასახელებელ, სადაც ინფიცირებული ცხოველები იყიდებოდა.