ჰამბურგში 2 ქართველი დააპატიმრეს

2020-02-05 17:13:57

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2 ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

23 წლისა და 28 წლის დაკავებულებს ბრალად მაღაზიაში ქურდობა ედებათ. მაღაზისს თანამღომლის თქმით, მამაკაცები თამბაქოს განყოფილებასთან საეჭვოდ დიდხანს იდგნენ და მაღაზიიდან ისე გავიდნენ, რომ არაფერი შეუძენიათ.

პოლიციამ მათ ჩხრეკისას 17 კოლოფი სიგარეტი აღმოუჩინა.

პოლიციაში დაკავებული ქართველების პირადი მონაცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ჩრდილოეთ გერმანიაში კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებდნენ.
ასევე ორივე მამაკაცი არალეგალურად ცხოვრობდნენ გერმანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები