პეგასუსის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაშვების შემდეგ სამ ნაწილად დაიშალა. [ვიდეო/video]
შემთხვევა სტამბულში საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავის ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი.
ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰით ტურჰანის განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. 21 მძიმედ დაშავებული მგზავრი ამ დროითვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Pegasus-ის ავიახაზების თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა და იზმირიდან სტამბულში მიფრინავდა.