კორონავირუსით დაავადებული საავადმყოფოდან გაიქცა

2020-02-05 15:59:15

ზალსბურგში 31 წლის ქალბატონი, რომელსაც სავარაუდოთ კორონავირუსი აქვს, საავადმყოფოს იზოლირებული პალატიდან გაიქცა.

საზოგადოებრივი წესრიგის და ჯანმრთელობის დაცვის ოფისმა ქალი მალევე თავის საცხოვრებელ ბინაში იპოვა. ახლა ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, თუ ვისთან ჰქონდა საავადმყოფოდან გაქცევის შემდეგ 31 წლის ქალბატონს კონტაქტი, რადგან სავარაუდოთ მათი იზოლირებაც საჭირო გახდება.

საავადმყოფოდან გაქცეული ქალი 7 იანვარს ტაივანიდან ახალ ზელანდიაში გაემგზავრა, ხოლო 27 იანვარს იგი სახლში დაბრუნდა. საიდანაც ცხელ ხაზში დარეკა და სიმპტომების შესახებ მოახსენა. მას ხველა და რესპირატორული პრობლემები აწუხებდა.

წითელმა ჯვარმა ქალი ზალსბურგის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ტესტის ჩატარების შემდეგ გრიპის ნიშნები არ აღმოაჩნდა, შესაბამისად გამოირიცხა. ამიტომ, კლინიკის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ 31 წლის ქალს კორონავირუსი აქვს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები