საბანკო კომპანიის Citigroup თანამშრომელი, 31 წლის პარაშ შაჰი, სამსახურიდან თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საჭმელის მოპარვის ბრალდებით გაანთავისუფლეს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარაშ შაჰი ბანკში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა და წელიწადში ბონუსებიანად მისი შემოსავალი მილიონ ევროს აჭარბებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი სასადილოდან სენდვიჩებს იპარავდა და ფულს არ იხდიდა. უცნობია რამდენად ხშირად მეორდებოდა ეს ფაქტი.
BBC-ის ინფორმაციით ბანკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
Citigroup-ში საჭმლის ქურდი 2017 წლიდან მუშაობდა.