ხანძარი რუსთავში [photo]

2020-01-28 14:34:13

რუსთავში, მეგობრობის 3 ნომერში, ვითიბი ბანკის ფილიალში ხანძარი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობიდან გაჩნდა.

შენობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ბანკის ფილიალიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.