რუსთავში ტექსტილის საწარმო აშენდება.
გადაწყვეტილება, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა პაპელიშვილმა განუცხადა - " შ.პ.ს. “ქართული ტექსტილი“ ტერიტორიაზე გეგმავს ტექსტილის საწარმოს მშენებლობას, სადაც განახორციელებს 2 000 000 დოლარის ინვესტიციას და დასაქმდება 1000 რუსთაველი".
გაგარინის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ქართულ ტექსტილს“ 4500 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მერიისგან უსასყიდლოდ გადაეცა.