იტალიაში სამი ქართველი დააკავეს

2020-01-23 17:31:57

იტალიაში სამი ქართველი სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა მამაკაცებს საეჭვო ქმედებები შეამჩნია და პოლიციაში დარეკა.

25-დან  30-წლამდე მამაკაცებმა მარკეტში ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს და ქურთუკში დამალეს. მოპარული სასმელის საერთო ღირებულება 350 ევროა. ქართველებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა პოლიციელებმა მცირეხნიანი დევნის შემდეგ ორი მათგანის დაკავება მოახერხა. პოლიციამ მალევე მოახერხა მესამე პირის აყვანა.

გამოძიების შემდეგ სამი დაკავებულიდან ორს ბრალი დაუმძიმდა, რადგან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები