ჩინეთში კორონავირუსის ეპიცენტრში, ქალაქ უხანის გარეუბანში, ახალი 1000 ადამიანზე გათვლილი საავადმყოფოს შენება დაიწყეს, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები უნდა მოათავსონ. საავადმყოფო მზად 3 თებერვალს უნდა იყოს.
23 იანვარს ჩინელებს საზეიმოდ უნდა აღენიშნათ მთვარის კალენდრის ახალი წელი, თუმცა რამდენიმე რეგიონში საზეიმო ღონისძიებები გააუქმეს.
ჩინეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ვირუსის გავრცელების არეალები ჩაეკეტა და მგზავრობა აკრძალა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის უხანშიც.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,287 დაინფიცირებულია, მათ შორის 237-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ყველაზე ახალგაზრდა დაინფიცირებული 2 წლის გოგონააა.
გარდა ჩინეთისა ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკაში, ნეპალში, ავსტრალიაში და, ბოლო ინფორმაციით, ევროპაშიც.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსი პირველი მსხვერპლი დეკემბერში ქალაქ უხანში გარდაიცვალა. მისი გავრცელების ეპიცენტრად ქალაქის მთავარი ბაზრობა მიაჩნიათ, სადაც დაავადებული გველები და კრევეტები იყიდებოდა.