რუსთავში კორპუსის დემონტაჟი იგეგმება

2020-01-20 15:15:24

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით აუქციონი მეოთხედ ცხადდება.

როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, აუქცონში გამარჯვებულ პირს ავარულ შენობა-ნაგებობასთან ერთად მის მიმდებარედ არსებული 6 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი გადაეცემა, რომელიც ჯამში 27 000 ლარად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ აუქციონი, რომელიც მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით იყო გამოცხადებული, სამჯერ ჩაიშალა.

ავარიულ შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს.