მტვრის ქარიშხალი და ძლიერი სეტყვა [video]

2020-01-20 22:19:08

ავსტრალია კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. [ვიდეო/video]

ხანძრის შემდეგ, რომელსაც სექტემბრის შემდეგ ებრძვიან, ქვეყნის სამხრეთ ნაწილი მტვრის დიდ ქარიშხალში გაება. ქარიშხლის შემდეგ რამდენიმე საათში კი ქვეყნაში გოლფის ბურთისხელა სეტყვა მოვიდა.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეობის მიხედვით მტვრის ქარიშხალი ძალიან სწრაფად მოძრაობდა და რამდენიმე წამში ქალაქები მტვერში ჩამალა.

CNN affiliate Nine News-ზე დაყრდნობით ქარიშხალმა მოძრაობა ქალაქ ნარმოინიდან დაიწყო, შემდეგ გადაუარა აღმოსავლეთში ქალაქ დუბოს, იქიდან კი სამხრეთით განაგრძო მოძრაობა.

მტვრიანი ქარიშხლის შემდეგ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გოლფის ბურთის ხელა სეტყვა მოვიდა, რომელმაც ჩამტვრია სახლის ფანჯრები, ხეები და ჩიტები. სეტყვა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ექსპერტების თქმით მტვრის შტორმი და სეტყვა სიცხისა და გვალვის ბრალია. ბოლო პერიოდში ავსტრალიაში განვითარებული მოვლენებს ავსტრალიის კლიმატური კრიზისის სიმპტომებად აფასებენ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI