რუსთავში ავტობუსების სადგომი აშენდება

2020-01-23 11:15:19

რუსთავში ავტობუსების სადგომი და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. როგორც ვიცით, რუსთავში 40 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც როგორც რუსთავი-თბილისის მიმართულებით, ასევე შიდასაქალაქო გადაზიდვებზე იმუშავებს. სწორედ ამ ავტობუსებისთვის აშენდება სადგომი.

პროექტის მიხედვით ადამინისტრაციული შენობა ორ სართულიანი იქნება. ასევე აშენდება დაცვის ჯიხური, ავტოსამრეცხაო და  ბოქსები შენობა. მოეწყობა ღია და დახურული ავტობუსის სადგომები, რომლებშიც საერთო რაოდენობით რამდენიმე ათეული ავტობუსის განთავსება იქნება შესაძლებელი. შენობის წინა ფასადი იზოალუმინის შემინული ვიტრაჟი იქნება.

ავტობუსების სადგომის პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 305 646 ლარზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სამუშაოები გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები