BBC გამოაქვეყნა სტატია ახალი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა.
მედია საშუალება იუწყება რომ, მეცნიერების აზრით ამ ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ვრცელდება.
ლაბორატორიულად უკვე 45 შეემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ბრიტანელი მეცნიერები ამ რიცხვის 1700-მდე გაზრდას ვარაუდობენ. გასული წლის დეკემბრის თვეში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში უცნობი ვისურით ორი ადამიანი უკვე გარდაიცვალა. სინგაპურსა და ჰონკონგის აეროპორტებში უკვე დაიწყე ვუჰანიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება. ამერიკის ხელისუფლებამ დააანონსა, რომ მგზავრების შემოწმებას სან-ფრანცისკოს, ნიუ-ორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებშიც დაიწყებენ. ჩინეთის გარდა ვირუსის ორი შემთხვევა ტაილანდში და ერთი იაპონიაშიც დაფიქსირდა.
პროფესორმა ფერგიუსონმა BBC-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ სტატისტიკა შემაშფოთებელია. ასევე დაამატა, რომ რიცხვი შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურად ვრცელდება. მისივე თქმით, განგაშის ატეხა ჯერ ძალიან ადრეა. ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერ არ დაფიქსირებულა ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადების შემთხვევა.
რა არის ეს ვირუსი?
პაციენტებიდან უკვე აიღეს ვირუსის ნიმუშები და ლაბორატორიულად შეისწავლეს. ჩინეთის მთავრობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეთანხმდნენ, რომ ინფექცია კორონავირუსია. აქამდე მსოფლიოში კორონავირუსის მხოლოდ 6 სახეობას იცნობდნენ, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეეძლო. თუმცა ახალი კვლევებით მათ მეშვიდე სახეობაც შეემატათ.
დოქტორი ჯერემ ფარარი ამბობს, რომ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში უფრო და უფრო მეტი ვირუსის შემთხვევის შესახებ იგებენ და სავარაუდოა, რომ ვირუსი სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდეს.