პრემიერის დუმილი რუსთავის N1 პრობლემაზე [video]

2020-01-17 18:24:02

პრემიერ-მინისტრმა ინფო რუსთავის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა, რომელიც რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხებოდა, უპასუხოდ დატოვა.[ვიდეო/video]

ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, რამდენად იყო ის ინფორმიერებული ქალაქში არსებული ნომერ პირველი პრობლემის შესახებ და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა 8-ჯერ დასმულ კითხვას გიორგი გახარიამ დუმილით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავს ეკოლოგიური პრობლემები უკვე დიდი ხანია აწუხებს. აღნიშნულს აქტიურად აპროტესტებენ სოციალური პროექტის "გავიგუდეს" წევრებიც. მათ ბოლო პერიოდში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც რუსთავში ასევე თბილისში. მათი თქმით, ქალაქი ეკოლოგიური კატასტორფის წინაშე დგას და აუცილებელია, პრობლემის მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოხდეს.

ცნობისთვის, დეკემბრის თვეში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ჰაერში მყარი ნაწილაკების ოდენობა გაიზომა. შედეგების მიხედვით, რუსთავი საქართველოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა. მყარი ნაწილაკების, PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება 3.4-ჯერ მეტით დაფიქსირდა, რაც რუსთავისთვის ახალი ანტირეკორდია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები