რუსთავის მერიასთან რუსთაველ სტუდენტთა ახალგაზრდულმა ასოციაციამ აქცია-პერფორმანსი გამართა. [ვიდეო/video]
ახალგაზრდებმა ქალაქის შემოსასვლელში კონსტრუქციის გაკეთებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და რუსთავის მერიაში კონსტრუქციის მაკეტი მიიტანეს, რომელიც თავად დაამზადეს.
მათი აზრით, პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 909 548 ლარზე ტენდერის გამოცხადება არ არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში გაცილებით სერიოზული პრობლემებია, ვიდრე ქალაქის შემოსასვლელში 909 548 ლარიანი კონსტრუქციის გაკეთება.
ასოციაციის წარმომადგენლები შევიდნენ მერიაში და მაკეტი ჩააბარეს.
შემდეგ კი მათ სურდათ ქალაიქს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა.
ვინაიდან რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მერიაში არ იმყოფებოდა, მათ საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევალ ონიანთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა მერიაში, მოგვიანებით კი დაბრუნდა და რუსთაველი სუდენტთა ახალგაზრუდული ასოციაციის წევრები თაკო მეტრეველი და მათე მგელაძე მას გაესაუბრნენ, დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საბოლოოდ კი საკრებულოს თავმჯდომარემ შეწყვიტა ახალგაზრდებთან დიალოგი.
ლევან ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ტენდერი არ მოიცავს მხოლოდ რკინის კონსტრუქციას, სადაც ქალაქის სახელი იქნება განთავსებული.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჰექტარნახევარი რეკრეაცია, რაც რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.