ავტობუსი ხვრელში ჩავარდა [video]

2020-01-14 11:57:27

ჩინეთში, ქინღაის პროვინციაში გზაზე მიმავალი ავტობუსი მიწამ ჩაიტანა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავდა.

ქუჩაში მოსიარულე ხალხი ავტობუსიდან ხალხის ამოყვანა ცდილობდა, თუმცა ხვრელი გზაზე უფრო და უფრო ფართოვდებოდა.

სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, ხვრელის დიამეტრი 10 მეტრს აღწევდა. უცნობია, შემთხვევის დროს,  რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.
ჩინეთში გზაზე ხვრელების გაჩენას გზის არასწორი კონსტრუქციითა და სწრაფი ტემპით აშენებად აბრალებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები