რუსთავში, ვერიკო ოთარაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები მეორე დღეა ეძებდნენ იპოვეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ქალი მიტოვებულ შენობაში იმყოფებოდა სადაც პოლიციამ ნახა და შემდეგ ოჯახს აცნობა.
85 წლის მოხუცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მოხუცს სამედიცინო კვლევები უტარდება.