მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის ქვეყნებში [video]

2019-12-17 10:39:29

ირლანდიის პოლიციის, ესპანეთის პოლიციისა და ევროპოლის კოორდინირებითი თანამშრომლობით, შენგენის ზონის სხვადასხვა ქვეყანაში ასზე მეტი ქართველი დააკავეს. საგამოძიებო ოპერაცია წელიწად ნახევარზე მეტი მიმდინარეობდა. [ვიდეო/video]

გამოძიების საწყის ეტაპზე ორგანიზაციის 5 ლიდერიდან, 3 დუბლინში, ხოლო 2 ბარსელონაში დააკავეს, ისინი ქართველებს ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ევროპის ქვეყნებში ჩასვლაში ეხმარებოდნენ. გამოძიების ფარგლებში საერთო ჯამში საქართველოს კიდევ 125 მოქალაქეს წაუყენეს ბრალი. დაკავებულებს ბრალად ყალბი დოკუმენტაციით სარებლობა ედებათ. ბრალდებულები ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და პორტუგალიის აეროპორტებში დააკავეს.

პოლიციის ჩანაწერებით ამოღებულია 300 ყალბი დოკუმენტი, რამდენიმე კომპიუტერი, სმარტფონი, თანხის გადარიცხვის ქვითრები, საკრედიტო ბარათები, თვითმფრინავის ბილეთები და სხვადასხვა კონტაქტები.

ორგანიზაციის ლიდერები დუბლინიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყალბ დოკუმენტებს მეილის ან შუამავლის დახმარებით აგზავნიდნენ. კომპანია, ვითომდა ტურისტების სახით, გაყალბებული დოკუმეტაციით ღებულობდა მოქალაქეებს, რის შემდეგაც ე.წ. ტურისტული აგენტის დახმარებით უზრუნველყოფდნენ თვითმფრინავის ბილეთითა და საცხოვრებელი ადგილით.

ორგანიზაციის 5 ლიდერს, რომლებიც 125 ადამიანის გადაყვანაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ბრალად დოკუმენტაციის გაყალბების გარდა ასევე, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბინების ქურდობა ედებათ.


 


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები