რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას სიმაღლიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განუცხადა, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.
ხოლო მეორე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მალე გაწერენ კიდეც.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, კოსტავას გამზირზე, მშენებლობის დროს სიმაღლიდან 2 მამაკაცი ჩამოვარდა.
მამაკაცები კორპუსების სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც 2 სართულიდან გადმოვარდნენ და დაშავდნენ.