რუსთავში, მე-6 საბავშვო ბაღში , საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით „ევროპის სკვერი“ გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, მოხატეს დროშები, გააკეთეს დეკორაციები, უპასუხეს კითხვებს ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით და ა.შ.
"საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვფირობ რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქართველებმა მეტი გაიგონ ევროპის შესახებ, როგორც ბაღის ასაკიდან ისე ზრდასრულ ასაკამდე. თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ბავშობის ასაკიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში" - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ განაცხადა.
"დღეს სიმბოლურად ამოვარჩიეთ ერთ-ერთი ბაღი, რომელიც ევროკავშირის პროექტით თანამედროვედ გაკეთდა რამდენიმე წლის წინათ, სწორედ ამ ადგილზე გავხსენით ევროპული სკვერი, რომელის მოწყობაშიც ბაღის აღმზრდელებმა და ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა" - რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
სკვერის გახსნას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი ესწრებოდა.