რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მრავალფუნქციური სკვერი გაიხსნა.
მრავალფუნქციური სკვერის პროექტი არის ერთობლივი პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით, ახორციელებს "ორბელიანი საქართველო".
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რუსთაველი შემოქმედებითი ადამიანების, ნამუშევრების გამოფენა, ასევე კონცერტი, სადაც ბავშვებმა სხვადასხვა მუსილაკური ნომრები შეასრულეს.
"ფონდ "ორბელიანში" შევიტანეთ განცხადება და მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში. მე და ბაჩანამ გავაკეთეთ პროექტი, სადაც არის ტრანსფორმერი საქანელები და ასევე მაგიდა და სკამები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან და ამ სივრცეში შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები. დაგვიჭირა მხარი "ორბელიანი საქართველომ" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას მრვალშვილიანი ოჯახების კავშირის "მტევანის" დამფუძნებელმა იზა ცაგარელმა განაცხადა .
"ჩვენ გვაქვს ონლაინ პლადფორმა, რისი საშუალებითაც ვაცხადებთ ხოლმე იდეების კონკურს, ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ სათემო ინიციატივებს. დღეს ვესწრებით ერთ-ერთის გახსნას. ეს არის გამორჩეული პროექტი, რადგან თემის ჩართულობა და აქტიურობა არის ძალიან მაღალი, ასეთი ტიპის პროექტები ძალიან იშვიათია " - "ინფო რუსთავთან" საუბრისას ორგანიზაცია "ორბელიანის" დირექტომრა ქეთი ხაჩიძემ განაცხადა.
პროექტის ღირებულება 5 000 ლარს შეადგენს.