რუსთავში, ე.წ ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში "ჩიკაგოს სკვერის" ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და გამწვანების სარწყავი ქსელი მოეწყო. გარდა ამისა, სკვერში დეკორატიულ-მოსასვენებელი სკამები და ბავშვთა 2 სათამშო მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სპორტული მოედანი, ასევე სკვერის ცენტრში ამფითეატრი და ფანჩატური მოეწყო.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანა ვერ ჩაეტია ვადებში ჯარიმა დაეკისრა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 973 564 ლარი შეადგინა.