რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც თვითმხილველებმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადეს, თავდაპირველად თითქოს აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი მილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე "სოკარ გაზის" თანამშრომლები გამოცხადდნენ, რომლებმაც მილების გადაბმის ადგილებზე მოშვებული ჭანჭიკები თავიდან დაამაგრეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო, სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე კიპაჟი.