ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2019-12-01 14:30:59

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საცობი შეიქმნა.