გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
რუსთავში 3 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანიამ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის საფარისა და საკომუნიკაციო ქსელის კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელა.
ასფალტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს კომპანია "გზა" ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივებს როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილება უჭირდათ.