რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცმა, ყოფილი შეყვარებულის მონაცემებით "facebook" ექაუნთი ბოროტად გამოყენების მიზნით შექმნა.
მამაკაცი გოგონას სახელით ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ასევე "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდებზე ანთავსებს ღირსების შემლახველ სტატუსებს, გოგონას მიმართულებით.
როგორც გოგონა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს თითქმის ყოველ დღე იღებს მუქარის შემცველ ტექსტებს მამაკაცისგან.
მისივე განცხადებით მიმართა პოლიციას და საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
გოგონა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უკვე წელიწადზე მეტია რაც გრძელდება და მამაკაცი ფსიქოლოგიურად ავიწროებს, უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და მისი სახელით წერს სხვადასხვა მამაკაცს. ასევე გოგონას განცხადებით მამაკაცის ამ ქმედებებს უსაფუძვლო ეჭვიანობა უძღვის წინ.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გამოძიება მიმდინარეობს შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, სსკ 381 პრიმა მუხლით".