რუსთავში, პროექტის "გაიცანი შენი ქალაქი" ფარგლებში, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქალაქი დაათვალიერებინა.
ექსკურსია მოიცავდა შემდეგ ლოკაციებს: საპატრულო პოლიციას, რუსთავის ციხეს, ხარების ეკლესიას, ცემენტის ქარხანას, მეტალურგიას, რკინიგზის სადგურს, სახანძროს და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს.
ექსკურსიის დასასრულს კი სკოლის მოსწავლეებმა რუსთავის მერთან ერთად კაფე "ასკილში" ფილმს უყურეს.
"დღევანდელი დღის მთავარი მიზანია "გაიცანი შენი ქალაქი". ძალიან ბევრი საინტერესო ადგლი მოინახულეს ბავშვებმა, რაც მთავარია ამის სურვილი მათგან წამოვიდა და ჩვენც მაქსიმალურად შევუწყეთ ხელი და შევეცადეთ ბავშვებისთვის როგორც ძველი, ისე ახალი ისტორია გაგვეცნო. მეგზურობას გვიწევს ქალაქის მუზეუმის ხელმძღვანელი ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
"ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის დღევანდელი დღე, ბევრი რამ არ ვიცოდი ჩემი ქალაქის შესახებ და მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ვნახე, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღემ " - N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტაბატაძე აცხადებს.
მერის განცხადებით ეს არის პირველი შემეცნებითი ექსკურსიაა და შემდეგ უკვე უფრო ორგანიზებულად და სწორად გათვლილად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, სადაც სხვადახვა სკოლები მიიღებენ მონაწილეობას.