რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე, "BMW"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო სადენებიდან გაჩნდა.
თვითმხილველები მომხდარის დეტალებზე " ინფო რუსთავთან" საუბრობენ. მათი თქმით, ცეცხლი გაჩერებულ მანქანას მოულოდნელად გაუჩნდა მძღოლი კი დახმარებას ითხოვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.