"ინფო რუსთავი"-ს დახმარებით რუსთავში დაკარგული მამაკაცი იპოვეს.
ნაპოვნი მამაკაცის ოჯახის წევრი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და აცნობა, რომ 69 წლის ნოდარ ბაძაღუა მას შემდეგ იპოვნეს, რაც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც მამაკაცის შვილიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მოხუცი ადგილობრივებმა ჭყონდიდელის დასახლებაში ერთ-ერთ მაღაზიასთან ნახეს და ოჯახში შეიფარეს.
მისივე თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს.