რუსთავში მამაკაცი დაიკარგა [photo]

2019-11-21 12:39:36

რუსთავში, VI მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 69 წლის მამაკაცი დაიკარგა.

როგორც დაკარგულის ოჯახის წევრმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მამაკაცს მახსოვრობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მას ლურჯი ქურთუკი და ზოლიანი შარვალი ეცვა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ნოდარ ბაძაღუას დაკარგვის შესახებ შსს-ს უკვე აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს,
რომ ძებნის საქმე შეიქმნა და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მინდინარეობს.

დაკარგულ ნოდარ ბაძაღუას ოჯახი მეორე დღეა ეძებს.

თუ რაიმე ინფორმაცია გექნებათ დაგვიკავშირდით:  571053741