რუსთავში, სხვადასვა უბნებში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები, ასევე მადლობა გადაუხადეს მოსახლეობას, ერთგულებისთვის და თანადგომისთვის.
"ჩვენი რუსთავში ჩამოსვლის მიზეზი არის ის, რომ მადლობა ვუთხრათ იმ გმირ ხალხს, ვინც არც დაშინებას, არც კრიმინალური ჯგფების მუქარას, არც ნათესავების სამსახურებიდან გაყრას დაექვემდებარა და გმირულად მივიდა არჩევნებზე იმ ერთადეთი ძალისთვის მხარის დასაჭერად, რომელსაც შეუძლია რუსთავში და საქართველოში სწრაფი ცვლილებების განხორციელება"- "ინფო რუსთავთან" საუბრისას გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.
"აბსოლიტურად ყველგან, რუსთავში და მთელ საქართველოში მოსახლეობას უკიდურესად უჭირს. რუსთავში არ დარჩება უბანი და საცხოვრებელი ადგილი სადაც არ მივალთ და მოსახლეობას არ მოვუსმენთ, რომელიც ბედისანაბარადაა მიტოვებული "- აცხადებს დავით კირკიტაძე.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, ისინი აქტიურად განაგრძობენ რუსთავში ვიზიტს და მოსახლეობასთან შეხვედრებს.