ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, 22 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. ახალგაზრდა სოფელთან ახლოს, ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.