"ინფო რუსთავს" თბილისიდან მგზავრები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სპორტის სასახლესთან სადგურზე მიკროავტობუსების დეფიციტია. მგზავრები აღნიშნავენ, რომ ათობით ადამიანი რუსთავში დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებს.
კომპანია 'ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ ყველა მიკროავტობუსი მუშაობს და შეფერხება საავტომობილო საცობებმა გამოიწვია. მათი თქმით, ყველა მგზავრს რუსთავში ჩამოიყვანენ.