"ეს არის დაუდევრობის ბრალი"

2019-10-30 19:42:52

ძლიერი ხანძარი იყო, რუსთავში, ძველ სასაფლაოებზე. ნახეთ ვიდეო

რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

შემთხვევის ადგილზე მისული იყო ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ - "ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იმყოფება და ლოკალიზება სწრაფად მიმდინარეობს, თუ ეკიპაჟების დამატება გახდა საჭირო სამაშველო სამსახური მზადყოფნაშია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არის დაუდევრობა. ჯერჯერობით არ ვიცით რა დააზიანა ხანძარმა".

ად­გილ­ზე ხანძრის ლოკალიზებისთვის 3 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ეკიპაჟი მუშაობდა.