რუსთავში "მოსწავლის" სკულპტურა აღადგინეს

2019-10-20 13:49:49

რუსთავში, 25-ე საჯარო სკოლის წინ დაზიანებული "მოსწავლის" სკულპტურა აღადგინეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთავის სკოლებთან ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელებზე მოსწავლეების სკულპტურები განთავსდა. ერთ-ერთი სკულპტურა კი უცნობმა პირებმა მალე დააზიანეს.

დაზიანებული მოსწავლის სკულპტურა რუსთავსერვის ცენტრის რესტავრატორმა თემურ ტაილურაშვილმა აღადგინა. ცნობისთვის, საქართველოში ევროპული პროექტის ავტორი და ინიციატორი “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი გოროზიაა.

პროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ "ზებრა"-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა - გზა დაუთმონ ქვეითებს.

RUSTAVI