ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. [ვიდეო/video]
მოტოციკლი და "მიცუბიშის" მარკის დისტრიბუციის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად 41 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.