ხმაური რუსთავის პოლიციის დეპარტამენტთან [video]

2019-10-06 17:17:32

"მამაკაცი, რომლის ცხედარი რუსთავის მტკვარმა გამორიყა სავარაუდოდ მოკლულია,-"ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის მეგობრის მეუღლემ ინფო რუსთავთან განაცხადა. ლელა გეთაშვილის თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე 30 მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. [video/ვიდეო]

ქვ.ქართლის სამხარეო პოლიციაში, რამდენიმე საათია დაკითხაზე იმყოფება გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი გიორგი გეთაშვილი. დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცვლელებს საქმის დროულად დახურვა სურთ და ამიტომ ჰყავთ მისი მეუღლე დაკავებული. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს მისმა მეუღლემ ნახა და გლდანში ერთ-ერთ მისამარზე დატოვა.

"1-ელ ოქტომბერს მან დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა რომ მისი ნახვა უნდოდა. გიორგი მას შეხვდა და გაიყვანა გლდანში, დატოვა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ის აღარ უნახავს", - აცხადებს ლელა გეთაშვილი.

ოჯახის წევრების თქმით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ცოტახნის წინ რუსთავის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მცირე ინციდენტიც მოხდა. დაკავებულის ოჯახის წერვრები და ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და გიორგი გეთაშვილის ნახვას მოითხოვდნენ. მოგვიანებით მათ შენობა სამართალდამცვლებმა იძულებით დაატოვებინეს.

დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იცავს, რომელიც ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ მას პოლიციის შენობაში შესვლისა და გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.