დაკვამლიანება სავაჭრო ცენტრში "მადაგონი" [video]

2019-09-13 10:43:19

რუსთავში, XIX მიკრორაიონში სავაჭრო ცენტრ "მადაგონში" დაკვამლიანება შეინიშნებოდა. [ვიდეო/video]

როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს ცეცხლი სადენებს გაუჩნდა, რის შემდეგაც ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

დაკვამლიანების შედეგად რამდენიმე ადამიანს სუნთქვის პრობლემა შეექმნა, ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.