რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა [video]

2022-10-17 00:01:36

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. 4-ივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.

როგორც დაზარალებულებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პიუტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.

მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, პიტბულის ჯიშის ძაღლმა 2 თვის წინ 9 წლის ბავშვიც დაკბინა.