ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა.
თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს.
სამივე პირი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში პაციენტების შეყვანის შესახებ დაუდასტურეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადეს.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა