რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა [video]

2022-06-25 23:47:32

ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მამაკაცი დაშავდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი მონაწილეობდა.

თვითმხილველების თქმით, "ბეემვეს" მარკის მსუბუქი მანქანა "ლექსუსის" მარკის ავტომობილს, შემდეგ კი იქვე გაჩერებულ "მერსედესის" მარკის ორ მსუბუქ მანქანას შეეჯახა.

მათივე ინფორმაციით, "ბეემვეში" მყოფი პირები, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ადგილიდან მიიმალნენ.

ავარიის შედეგად დაშავებული შუახნის მამაკაცები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები