რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2021-07-21 23:17:50

კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება.

23 ივლისს, კომპანია რუსთავის წყალი ხრამის სათავე ნაგებობასა და ცენტრალურ სატუმბო სადგურში  ქალაქ რუსთავის სტაბილური წყალმომარაგებისთვის  აუცილებელ  სამუშაოებს განახორციელებს. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ძირითად ობიექტებზე გადაუდებელ სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 23 ივლისის დილის 10:00 საათიდან 24 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას, ქალაქ გარდაბანს. რუსთავის წყალი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაობის მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და Facebook-ის საშუალებით.

RUSTAVI