რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ენოტის მიერ დაკბენილმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიმართა.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, კაცი კლინიკაში ენოტის ნაკბენით მივიდა.
ჯანგულაშვილის თქმით, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა კლინიკიდან.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.